ონლაინ განვადებით გამოწერა შესაძლებელია როგორც უცხოური ასევე ნებისმიერი ქართული ონლაინ მაღაზიიდან
არავითარი განსხვავება, გარდა იმისა რომ პროდუქტის შერჩევა და განვადების ფორმის შევსება (პირადი ინფორმაცია, შემოსავლები და სხვა) ხდება ონლაინ თქვენს მიერ არჩეული ბანკის გვერდზე.
შევსების შემდეგ თქვენი მოთხოვნა განვადების შესახებ იგზავნება ბანკში და უახლოეს პერიოდში გატყობინებთ დადასტურდა თუ არა თქვენი განვადება.
განვადების ფორმის შევსების დროს შეყვანილ მონაცემებს ბანკი ინახავს საკუთარ ბაზაში და ჩვენ მასზე წვდომა არ გვაქვს. შესაბამისად თქვენს მიერ შეყვანილი ნებისმიერი მონაცემი არის კონფიდენციალური და ბანკის მიერ დაცული.
ჩვენს მომხარებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს შემდეგი ოთხი ბანკიდან მისთვის სასურველი: თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, კრედო ბანკი და კრისტალი.
თუ თქვენი საბანკო ისტორია აკმაყოფილებს ბანკის მოთხოვნებს
პროდუქტის მინიმალური ღირებულება უნდა იყოს 100 ლარი.
მომხმარებლის მოთხოვნის მიხედვით, შესაძლებელია განვადების გაკეთება ნივთის მთლიან საფასურზე (თვითღირებულება + ტრანსპორტირება + განბაჟების ღირებულება) ან მხოლოდ ნივთის ღირებულებაზე.
ასეთ შემთხვევაში ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯების (დეკლარირების საფასური, განბაჟება…) არსებობის შემთხვევაში, დაფარვა მოხდება ერთიანად, ნივთის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ.
ამანათის ასაღებად არსად მისვლა არ გჭირდებათ.
შეკვეთას მოგაწვდით კურიერი. ყველგან მთელი საქართველოს მასშტაბით.
თანხის გადახდას იწყებთ განვადების დამტკიცებიდან 1 თვის შემდეგ.
გადახდა ხდება ბანკში, ონლაინ ბანკში ან სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან.
ჩვენთან ასეთი შემთხვევები 0-ს უტოლდება.
თუმცა, გამონაკლისი შემთხვევებისთვის პირობა ასეთია:უქმდება განვადება და სრული თანხა გიბრუნდებათ თქვენს ანგარიშზე.
ჩვენთან ასეთი შემთხვევები 0-ს უტოლდება.
თუმცა, გამონაკლისი შემთხვევებისთვის პირობა ასეთია:უქმდება განვადება და სრული თანხა გიბრუნდებათ თქვენს ანგარიშზე.
ყოველ ნივთს აქვს ინდივიდუალური მიწოდების დრო. ნივთის ჩამოსვლის პერიოდი დამოკიდებულია მის მდებარეობაზე. ნივთების უმეტესობა მდებარეობს ა.შ.შ-სა და ჩინეთში
ჩვენის სერვისით არ ხდება ფეთქებადსაშიში და აალებადი შეფუთვის მქონე პროდუქციის ჩამოტანა (სპრეი, პულივიზატორი, დეზადორი და მსგავსი შეფუთვა).
საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია შემდეგი სახის ნივთების გამოგზავნა:
• რეალური ფული, მონეტები ან ბანკნოტები;
• საბანკო და საკრედიტო ბილეთები და სხვა ფასიანი ქაღალდები;
• საკვები პროდუქცია;
• ფეთქებადი ნივთიერებები ან პროდუქცია;
• მიწა და ნერგები მიწით;
• პორნოგრაფიული სახის პროდუქცია;
• ცოცხალი ცხოველები;
• ნებისმიერი სახის ნარკოტიკი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია ან მცენარეები ან მათი თესლი, ე.წ. “ბიო”, არომატიზატორი;
• ფსიქოტროპიული ნივთიერებები;
• წამლები (10 შეკვრაზე მეტი);
• მცენარეები (1 კილოგრამზე მეტი);
• მცენარეების თესლები (25 გრამზე მეტი);
ჩვენი სერვისის საშუალებით შესაძლებელია ალკოჰოლური სასმელების (4 ლიტრამდე), სუნამოების და მსგავსი პროდუქციის გამოგზავნა.
სერვისის ღირებულება დამოკიდებულია გამოსაწერ ნივთზე.
მაგალითად, ტელეფონის გამოწერის შემთხვევაში საკომისიო წარმოადგენს ღირებულების 10%-ს, ხოლო, მაგალითად, მანქანის ნაწილის შემთხვევაში გასათვალისწინებელია მისი წონა, მოცულობა და სხვა პარამეტრები.
ამიტომ, ფასი გამოითვლება ინდივიდუალურად, ოპერატორთან ერთად და თქვენთან შეთანხმებით.